უფლებადამცველები: უმარ შიშანი დაჭრილია და არა მკვდარი

უფლებადამცველები: უმარ შიშანი დაჭრილია და არა მკვდარი

ბრიტანეთში ბაზირებული სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, მეტსახელად უმარ შიშანი, აშშ-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია და არა მკვდარი.
უფლებადამცველების თქმით, შიშანი, სავარაუდოდ, მძიმედ არის დაჭრილი და იმალება.
3 მარტს პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმარ აშ-შიშანის (უმარ-ჩეჩენის) ლიკვიდაციისათვის სპეც-ოპერაცია ჩაატარა.
“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი, მეტსახელად აბუ უმარ აშ-შიშანი, ავიადარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია” – ნათქვამი იყო პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროტესტია, ვიდრე სხვა რამ” – წულუკიანი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე
შემდეგი სტატიათურქეთის პირველმა ლედიმ ჰარამხანებს “ცხოვრების სკოლა” უწოდა