უფლებადამცველები თურქეთის ხელისუფლებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილების წამებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელისუფლებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულების წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს იყენებენ. მაგალითად, „აიძულებენ მოუხერხებელ მდგომარეობაში 48 საათის განმავლობაში ყოფნას, არ აძლევენ საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს, აყენებნ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებიან. დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, მათ შორის სექსუალურად ძალადობენ.”
Amnesty International-ი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზარელი პრაქტიკა და დაკავებულებთან საერთაშორისო დამკვირვებლები შეუშვას.

თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დაკავებული. სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც.

ხელისუფლების განცხადებით, ყველა გათავისუფლებული და დაკავებული, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ერდოღანის “პირად პტრად” გამოცხდებულ ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიამცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი–2016“- დაიწყო