უპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები – ზალიკო უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ელიავას ბაზრობაზე მივიდა, სადაც ხანძარია და მისი თქმით, გარკვეული ეჭვები აქვს.

„ეჭვები არის. ვიდრე გამოძიება არ გვეტყვის, რამ გამოიწვია ხანძარი აქ და ბავშვთა სამყაროში, ვერაფერს ვიტყვით ზუსტად. ახლა ეს მერიის პასუხისმგებლობაა. ჯერ პასუხი არ გვაქვს ბავშვთა სამყაროზე, აქაც რთულია პროგნოზირება, რას ველოდეთ. ვიბრძოლებთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზარალი მიადგა. მე თუ არ მღალატობს მეხსიერება, 10-მდე ბაზრობა დაიწვა ბოლო რამდენიმე წელში და ეს ისეთ ადგილებს ეხება, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტული გეგმებია. რუსულ ხელწერას გავს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ​

ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ამჟამად მერიამ, პირველ რიგში, ხალხის დახმარებაზე უნდა იფიქროს.

„უპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შემდეგ უნდა განისაზღვროს ზარალის ოდენობა და მერიამ უდნა მოახდინოს იმ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა. რაც შეეხება თვითონ დღევანდელ ფაქტს, ძალიან საეჭვოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2 ძალიან ცენტრალურ ბაზრობაზე თბილისში ჩნდება ხანძარი,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

 

​ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია. თუმცა, როგორც მეხანძრეები საზოგადოებრივთან საუბრისას ამბობენ, რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა. მათი თქმით, ხანძრის სრული ლიკვიდირება ჯერ არ მომხდარა. ​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში საზოგადოებრივს განუცხადეს, ადგილზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი.

banner
წინა სტატიაშილაშა აბაშიძე – საუბარი იმაზე, ხანძარი განზრახ გაჩნდა თუ არა, ადრეა
შემდეგი სტატიაშსს – ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო