უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ აზოვის ზღვაში ახლახან კიდევ ორ ტანკერს წაუკიდეს ცეცხლი,- წერს სოციალურ ქსელში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი.
,,ეს არის მიმდინარე დღე-ღამის განმავლობაში მე-9 და მე-10 ტანკერები, სულ კი – 12 გემი. ანგარიშები უკვე ხვალ იქნება, ჭიებს (ოკუპანტებს) წინ გრძელი ღამე აქვთ. ჩვენ გავძლებთ, მოსკოვი დაეცემა, ყირიმს გამოვკვებავთ და აღვადგენთ.“ – წერს რობერტ „მადიარ“ ბროვდი.
















