“უპასუხისმგებლოები” თუ “ჰუმანურები”: რუსეთის რეაქცია ბრიტანეთის პასუხზე

რუსმა პოლიტიკოსებმა ბრიტანეთის მთავრობა გაკიცხეს პრემიერის განცხადების გამო, რომელმაც 23 დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გააკეთა განცხადება. ლონდონის რეაქცია რუსეთის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლას მოყვა. რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერესა მეის განცხადების შემდეგ თქვა, რომ საპასუხო ზომები არ დაიცდის. “რუსეთის “დასჯაზე” განცხადება მოგონილი მიზეზით, თითქოსდა რუსეთი რაიმე სახით დაკავშირებული იყოს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან, არის უპრეცენდენტოდ უხეში პროვოკაცია” – ნათქვამია განცხადებაში, როემლიც რუსულმა უწყებამ გაავრცელა და ხელახლა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი საერთაშორისო ფორმატს არ იცავს – იგივე განცხადებას აკეთებდა სერგეი ლავროვოვი გუშინ და დღეს. განცხადების ტექსტის თანახმად, “ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ ააგორა ანტირუსული კამპანია”.

ბრიტანეთის პრემიერის, ტერეზა მეის მიერ დღეს რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ იაკოვენკომ ბრიტანეთის მიერ მიღებული ზომები შეაფასა როგორც “მიუღებელი” და “პროვოკაციული”. მეის განცხადებამდე ელჩი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს, მან პასუხად თქვა, რომ რუსეთის პასუხი ადეკვატური იქნება.

გუშინ გვიან გავრცელდა, რომ ლონდონი ულტიმატუმს, რომელიც გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვს წაუყენა, ძალაში ტოვებს, თუკი რუსეთი უშიშროების ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმეზე განმარტებას არ გააკეთებს, “ჩვენ ბრიტანეთის პასუხს გამოვაქვეყნებთ და ის ხვალ გაიჟღერებს” – თქვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა. მან თქვა, რომ ლონდონის პოზიციას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. “მე შთამაგონა ჩვენი მეგობრების მზაობამ, გვაჩვენონ მხარდაჭერა და თანადგომა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნული სიტუაცია უკვე განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, ჯონსონი კი თავის გერმანელ კოლეგას ესაუბრა, დღეს, ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სკრიპალის საქმეში დიდი ალბათობით რუსეთის ხელი ურევია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის მთავრობა ვიდეოს ავრცლებს – რუსეთის აგრესია 2006-2018
შემდეგი სტატიანატო სკრიპალის საქმეზე რუსეთს განმარტებებს სთხოვს