შეწყალების საკითხთა კომისიიის მეირ სავარაუდოდ დარღვეულია შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების მოთხოვნები

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების მე-1 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: შეწყალების თხოვნის განხილვისა და მსჯავრდებულის შეწყალების, ასევე სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია უფლებამოსილია განიხილოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე, რომელიც სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად. კომისია ასევე უფლებამოსილია განიხილოს სასჯელმოხდილი პირის შეწყალების საკითხი მისთვის ნასამართლობის მოხსნის მიზნით.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი: კონკრეტულად განმარტავს იმ კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მსჯავრდებულთა იმ წრეს რომელთა მიმართ შეწყალება არ გამოიყენება.
შეწყალება არ გამოიყენება.იმ მსჯავრდებულის მიმართ:
გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი.

2008 წელს ბრალდებულ ზ.ნადირაძე დაუსწრებლად სცნეს დამანშვედ განზრახ მკვლელობაში და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2017 წლის აპრილში ევროპის ქვეყნიდან განხორიციელდა მსჯავრდებულის ზ.ნადირაძის ექსტრადიცია.
2018 წელს სააპელაციო სასამართლომ ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე შეუმცირა სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ვადა განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2019 წლის 28 აგვისტოს პრეზიდენტის განკარგულებით მსაჯვრდებული ზ.ნადირაძე განთავისუფლებული იქნა სასჯელის მოხდისგან

სასჯელის მოხდის ვადა მოქმედი საქართველოს სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსით აითველბა პირის დაკავები ან დაპატიმრებიდან.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო ექსტრადირების განხორციელბის დღიდან .
მსჯავრდებული ზ.ნადირაძეს მოხდილი ჰქონდა დაახლოვებით 2 წელი და 4 თვე სასჯელის ვადის, იმისათვის რომ შეწყალების კომისიას დაეკმაყოფიელბიან ზ.ნადირაძის განცხადება, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი თანახმად მას მინიმუმ მოხდილი უნდა ჰქონოდა სასჯელის ნახევარი ანუ 5 წელი და თვე ნახევარი
ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეწყალების საკითხთა კომისიამ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულება “შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, რატომ დაარღვია კომისიამ აღნიშნული ბრძანებულების მოთხოვნა და რა მოტივი ჰქონდათ კომისიის წევრებს ცალკე საკითხია.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:;ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმე განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი ან არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ან/და მსჯავრდებული კომისიის სხდომის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა მოიხდის სასჯელის ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადას.

რა იყო ის განსაკუთრებული გარემოება რის გამოც შეწყალების საკითხთა კომისიამ თავს უფლება მისცა განეხილი ამ მსჯავრდებულის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია …..და კითხვის ნიშნებს ბადებს

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი მაინც. ასეთ შემთხვევაში, დადებითი გადაწყვეტილება კომისიის წევრთა მიერ უნდა იქნეს მიღებული ერთხმად.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის ბრძანებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის “ი” ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს შეწყალების თხოვნასთან ერთად თან უნდა ჰქონდეს დართული მსჯავრდებულის დახასიეთება,რომლსაც გასცემს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი რომელ დაწესებულებაშიც მსჯავრდებული იხდის სასჯელს.
როგორც წესი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებულ პირებზე დადებითი დახასიეთების გაცემას პრაქტიკულად შეუძელებლია და საინტერესოა ამ საქმეში დევს თუ არა ეს სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დახასიეთება და თუ დევს დადებითი დახასიეთება საინტერესაო რამდენად ობიექტურ გარემოებებს თუ ეფუძნებოდა ???

ბრძანებულების მე-9 მუხლის თანახმად:შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება:
ა) აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნული თავისებურებები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გამოსაყოფია სამი გარემოება : დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კომისიის წევრებს მსჯავრდებულის შეწყალების თოხვნის განხილვისას მხედველობაში უნდა მიიეღოთ და ემსჯელათ ამ კონკრტულნ გარემობებზე იმაზე რომ პირი 2008 წელს დაუსწრებლად იქნა გასამართლებული 1994 წელს ჩადენილი განზარახ მკვლელობის ბრალდებით,რომელმაც დანაშულის ჩადენიდან იმყოფებოდა მიმალვაში, 2008 წლიდან 2017 წლამდე იმყოფებოდა ინტერპოლის მიერ წითელი წირკულარით ძებნილი,2017 წელს განხორციელდა მისი ექსტრადიცია .
სახელმწიფოს დაზარალებულის მამამ ამდენი წლები ამდენი რესურსი შეალია პირის პასუხისგებაში მიცემას . და თქვენმა აბსოლიტურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა და მკველელი დღეს თავისუფალია…

 

 იოსებ ჭონქაძე, იურისტი

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: „დღეს უკვე გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პატიმრების შემდეგ ჩვენს თანამშრომლებზეც ვიზრუნოთ“