პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის მიმართ საზოგადოების ნაწილის რეაქციას.
“ბანერის დაჩხაპნისთვის სამი არასრულწლოვანი შვილის დედას აქვს მისჯილი 18 თვე.
მზია ამაღლობელს ფურთხის სანაცვლოდ სილის გაწვნისთვის აქვს მისჯილი წლები!!!
ხალხი თვეობით ციხეში იჯდა იმის გამო, რომ წულუკიანის ფარსში არ მიიღო მონაწილეობა.
მოხუცებს აკავებენ ტროტუარზე დგომისთვის!
ამასობაში, ვიღაცეები ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით.
თქვენ ხართ გონებასუსტები და ეს არის სიმართლე”,_ წერს ჩერგოლეიშვილი.















