უფასო სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები დევნილებისათვის – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აქცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ, რაც გულისმობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების უფასო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.
სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტდება ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.

ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევა:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.
დევნილებს დაურიგდებათ უფასო მედიკამენტები.
მისამართი:
26 ნოემბერი – ფოთი მალთაყვა, ახალი რაიონი, აფხაზეთის ქუჩა.N6
27 ნოემბერი – სოფელი დარჩელი შპს „დარჩელის სამედიცინო ცენტრი“

banner
წინა სტატიაშიკალაძე ინაშვილს: საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმისა, რომ დღეს ვინმეზე არ ვიყო დამოკიდებული
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა