უფასო ფაკულტეტებზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა

2017 წელის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენის მომზადების პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა– ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ჩვენი ეროვნული უმცირესობები არიან, რომლებიც ე.წ 1+4 პროგრამაზე ღებულობდნენ მონაწილეობას. ძირითადად, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები არიან. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თუ 2013 წელს სტუდენტების რაოდენობა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე 887 იყო, წელს უკვე 1047 სტუდენტია“, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მიმინოშვილის თქმით, 2013 წელს ე.წ უფასო ფაკულტეტებზე 2450 სტუდენტი ჩაირიცხა, 2017 წელს თითქმის გაორმაგდა და 4051 სტუდენტი ჩაირიცხა. ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან და სრულად დაფინანსდებიან.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, 363 აბიტურიენტმა გამოცდებზე დაწესებული ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა.

„თუ შარშან ასეთი სტუდენტი 500-ზე მეტი იყო, წელს მათი რაოდენობა 300-ზე ოდნავ მეტია და ესეც ძალიან კარგია“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა უჯდება ქვეყანას „ბატონების ჯანელიძის და “თალიბანის“ შენახვა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა გორთან