21.4 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“უფალთან დაცილებული ღვთისმსახურება”- შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს გეოპოლიტიკურ შეხვედრებს აკრიტიკებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (სახდეპი) წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებს ეხმიანება. ნათელაშვილი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელების პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას აკრიტიკებს.

„რა კავშირი აქვს პატრიარქ შიოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან, გეოპოლიტიკასთან ან თვითონ სახდეპს რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს რელიგიური კონფესიის ხელმძღვანელთან? აი, ასე ვიღებთ მერე პოლიტიზებულ, ბიზნესიზებულ და უფალთან დაცილებულ ღვთისმსახურებას, ანუ ჯიპთ-მსახურებას“, — წერს შალვა ნათელაშვილი.

პარტიის ლიდერის შეფასებით, მსგავსი პროცესები უარყოფითად აისახება ეკლესიის ავტორიტეტზე და რელიგიურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჭრილში აქცევს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მასირებული იერიში ხერსონის ოლქზე: დაშავებულია 21 ადამიანი
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება