“უფალი მობრძანდება მეორედ, ეკლესია დახვდება შეურყვნელი, შეუბილწავი, მაგრამ კითხვა სხვანაირად ისმის: ბევრი იქნება ეკლესიაში შიგნით?”

“უფალი ბრძანებს, კლდესა ზედა დავაშენო ეკლესია ჩემი და ბრჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას და ჩვენ ვიცით, რომ, როცა უფალი მობრძანდება მეორედ, ეკლესია დახვდება შეურყვნელი, შეუბილწავი, მაგრამ კითხვა სხვანაირად ისმის: ბევრი იქნება ეკლესიაში შიგნით? აი ეს კი ხდება, რომ ეკლესიიდან ადამიანების გაყვანის მცდელობაა, თორე ეკლესიას ვერაფერს უზამენ.”- განაცხადა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ამასთან, მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, გამვრცელებლები უფრო  “რაღაცას” აანონსებენ.

“სახარებაში წერია, რომ ხე იცნობა ნაყოფისგან, შევხედოთ ნაყოფს, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ვფიქრობ, ცუდ რამეს გეტყვით, სანუგეშოს ვერა, მაგრამ ჯობს სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ეს ის არ არის, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ სინამდვილეში უფრო უარეს რაღაცას გვიანონსებენ, ეს რომ მოხდება, მერე გავიგებთ ვინ აკეთებს. სად მიდის ეს გეგმა არ ვიცით. მე მიცხოვრია საბჭოთა კავშირში და მახსოვს, რომ შევიგრძენი სისტემა, როცა უშიშროების სამსახური ავრცელებდა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ და ეს იყო ხალხის დასტრესვა, დაშანტაჟების საშუალება, მაშინ ეს ესე არ იყო, დღეს წვდომა გაქვთ [ჟურნალისტს] მე რატომღაც ეს წვდომა არ მაქვს, დიფერენციაციას გვიკეთებენ, რახან ვერც მე მომცემთ ჩანაწერებს.”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

banner
წინა სტატიაშისოსო გოგაშვილი სუს-ის ფაილებზე: ის შემთხვევაა,როდესაც “ორგანიზატორმა” უგულვებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი
შემდეგი სტატიაბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება