უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

კენჭისყრა მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე. უბანი გაიხსნა ზუსტად დათქმულ დროს, 10საათზე, ახლა კი 12 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ზუსტად 311 ამომრჩეველმა, – განაცხადა საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატაშვილმა. მისი თქმით არჩევნებზე აქტოვობა საკმაოდ მაღალია, კენჭისყრა საღამოს 18 საათზე დასრულდება და შედეგებს სავარაუდოდ ორ საათში გამოაცხადებენ.

საარჩევნო კომისიის მდივნის განცხადებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ.

თსუ-ს საარჩევნო კომისიამ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა – ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, გიორგი ანდრიაძე და დარეჯან თვალთვაძე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სულ 1311 ამომრჩეველია.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, პატრულის ყოფილ თანამშრომლებს დღეს ბრალს წაუყენებენ
შემდეგი სტატია“ახლა კვლავ ბრძოლის დროა”- შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს