2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული”- ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია განათლების რეფორმას ეხმაურება. მის წერილს რუსთავის ქალთა ციხიდან  პარტია „დროა“ აქვეყნებს.

“განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

ეს არის ანტიეროვნული, ანტიისტორიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედება.
„ოცნებაზე“ ლაპარაკს ვერავის ვაკადრებ, მათგან ეს უკიდურესად ლოგიკურია. მთავარი პასუხისმგებლობა ახლა ჩვენზეა. უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული. სრული, სრული მობილიზება არის ჩვენი ვალი. სხვა შემთხვევაში, ხმის ამოღების უფლებაც არ გვექნება.
დიდი მადლობა ილიას და სოხუმის უნივერსიტეტებს საქართველოს ღირსების დაცვისთვის. მათი პრინციპული, ეროვნული პოზიციისთვის. ეს ტვირთი მხოლოდ მათი არ არის, ყველამ, ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ამ ურდოსგან.

ბოლომდე!”_ აცხადებს  ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშირუბიო ევროპას გეოპოლიტიკაში ახალი ერის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი : რუსეთს შეთანხმება სურს და ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს