“უნივერისტეტში მიმდინარე პროცესები, იმ ზოგადი ქაოსის ანარეკლია, რაც ქვეყანაშია”

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა. მათი თქმით, ამის აუცილებლობა სასწავლებელში არსებულმა უმართავმა ვითარებამ განაპირობა.

უმრავლესობა ასევე აკადემიური საბჭოს სრული რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

“პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ეკისრება სრულად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. ეს არის არა მხოლოდ პაპავა, არამედ აკადემიური საბჭო სრულად,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ ვითარება თავად უნივერსიტეტმა უნდა დაარეგულიროს.

„ყველასთვის ცხადია, რომ უნივერისტეტში მიმდინარე პროცესები და დაპირისპირება, არის ანარეკლი ზოგადი ქაოსის, რაც ქვეყანაშია, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართაობის, უნიათობის და უუნარობის შედეგად,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში ვითარება უცვლელია – პროტესტი გრძელდება
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძეს პროკურატურაში დაკითხავენ