25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

“უნიჭო კაცის ნაბოდვარი”- ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ მიმართულ ვიდეოს ეხმაურება

ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხმაურება და მას „მდაბიო იუმორით გაკეთებულს“ უწოდებს.

საუბარია ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით დამზადებულ ვიდეოზე, სადაც სამიზნე ნანი ბრეგვაძე და მუსიკალური ფესტივალი „Tbilisi Open Air“ გახდნენ. „სუხიშვილებისა“ და ნინო ქათამაძის შემდეგ, პროპაგანდისტულმა თავდასხმამ ამჯერად ნანი ბრეგვაძეზე გადაინაცვლა.

ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას მიმართავს, თავი შეიკავონ აღნიშნული მასალის გავრცელებისგან:

„ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში.

ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო, სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის. უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს, თავი შეიკავოთ გავრცელებისგან — ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას. ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.

ზოგადად, უკიდურესი მდგომარეობაა, რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ… ეს კი ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს. მართალია, „ოცნების“ პოლიტიკამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ, რომ უფრო მეტად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს“, — წერს ნატალია ქუთათელაძე.

banner
წინა სტატიაშირეგიონებში გზების, ფასადებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხები გამოიყო
შემდეგი სტატიაPolitico – გერმანიის კანცლერი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელ დრონზე პასუხისმგებლად რუსეთს გამოაცხადებს