უნგრეთში უსახლკარობა კრიმინალი გახდა

უნგრეთში 15 ოქტომბერს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც, ფაქტობრივად, უსახლკაროების კრიმინალიზებას ახდენს – “დოიჩე ველე” წერს. დღეიდან პირებს, რომელთაც კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არა აქვთ, ჯარიმის გადახდა ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, თუკი ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაათენებენ ღამეს.
ახალი კანონის თანახმად, პოლიცია უფლებას იღებს ქუჩებში მწოლიარე უსახლკაროები აყაროს და დაანგრიოს მათი დროებითი თავშესაფარი.
უნგრეთში 20-დან 50 ათასამდე უსახლკარო ცხოვრობს, მათი უმეტესობა ბუდაპეშტშია (დაახლოებით 8 ათასი). ამავე დროს, სახელმწიფოს მხოლოდ იმის საშუალება აქვს, რომ 11 ათასი ადამიანი დააკმაყოფილოს.
კანონმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის კრიტიკა დაიმსახურა. “ახალი კანონი უსახლკარობას კრიმინალს ხდის, სასტიკია და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობებს ეწინააღმდეგება” – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის სახელმწიფო
შემდეგი სტატია16 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგება