უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დილის 11:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 37.98 პროცენტმა მიიღო, რაც 2022 წლის ამავე დროის მაჩვენებელს, 25.77 პროცენტს, მნიშვნელოვნად აღემატება.
უნგრული მედიის ცნობით, მხოლოდ ორ საათში, 09:00-დან 11:00 საათამდე, მაჩვენებელი 16.89 პროცენტიდან თითქმის 38 პროცენტამდე გაიზარდა.
ამომრჩეველთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 876 000-ზე მეტით არის გაზრდილი.
როგორც უნგრული მედია წერს, ანალიტიკოსების შეფასებით, საბოლოოდ აქტივობა, სავარაუდოდ, 75-80 პროცენტი იქნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში საარჩევნო უბანთან გრძელი რიგებია.















