უნგრეთში რუსი ფანატები გააუპატიურეს?

რუსული გამოცემა ,,ინფოაქცენტის,, ცნობით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, უნგრელმა ხულიგნებმა რუსი საფეხბურთო ფანატები გააუპატიურეს.
გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი გაუპატიურებული ფანატი – ვიქტორი აცხადებს, რომ რუსეთის ნაკრების 3 ფანი, ბუდაპეშტში გასულ ზაფხულს, უნგრეთ-რუსეთის მატჩში რუსეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ქალაქის ცენტრში სეირნობდნენ, ტელეფონით სტას მიხაილოვის სიმღერებს უსმენდნენ და ლუდს მიირთმევდნენ. ცოტა ხანში მათ გზა აებნათ, და ერთ ბარს მიადგნენ, სადაც უნგრელი გულშემატკივრები სპიარტიანი სასმელით იყვნენ გაბრუებულები. როგორც ვიქტორი აცხადებს, უნგრელმა ხულიგნებმა, რუსულად მოლაპარაკე გულშემატკივრები ჯერ გაძარცვეს, ხოლო შემდეგ ბარის სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც მათზე სექსუალურად იძალადეს.
გამოცემა აცხადებს, რომ გაუპატიურებული რუსი გულშემატკივრები, მომხდარი ინციდენტის შემდეგ უნგრეთის პოლიციაშიც იყვნენ, თუმცა დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, თავად რუსი ფანები დააჯარიმეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პრემიერი: “რეფერენდუმი კატალონიაში ჩავარდა”
შემდეგი სტატიაოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს