უნგრეთში მშობლებს შვილს დააშორებენ, თუკი მას აცრები არ ექნება გაკეთებული

უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ მშობლებს შვილებს დროებით წაართმევენ იმ შემთხვევაში, თუკი მათ გაუმართლებელი მიზეზით აცრა არა აქვთ გაკეთებული – ადგილობრივი მედია ავრცელებს. “ბავშვისთვის აცრების არ გაკეთების გაუმართლებელი უარის შემთხვევაში, მშობლების უფლებები მის აღზრდასთან დაკავშირებით, შესაძლებელია შეიზღუდოს” “და “თუკი მშობლები უარს ამბობენ მთავრობასთან თანამშრომობაზე, რაც შვილისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ბავშვის მშობლისგან დაშორება კონსტიტუციურად ჩაითვალოს” – სასამართლომ დაადგინა.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ წითელას აპიდემია “ვაქცინის საწინააღმდეგო პროპაგანდამ გამოიწვია, რომელიც თავისუფლად ვრცელდება სოციალურ ქსელებში”

banner
წინა სტატიაში“ყვითელმა ჟილეტემა” ტულუზაში მობილიზაცია გამოაცხადეს
შემდეგი სტატია“რომეო და ჯულიეტას” დაწერის ზუსტი ადგილი დაადგინეს