უნგრეთში მიიღეს კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ჰომოსექსუალებსა და სქესის შეცვალზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს

უნგრელმა დეპუტატებმა სამშაბათს, 15 ივნისს მიიღეს კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ჰომოსექსუალებისა და სქესის შეცვალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს – პარლამენტმა კანონი 157 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

ეროვნულ კრებაში მმართველ პარტია “ფიდესს” უმრავლესობა აქვს, თუმცა, კანონს ხმა მემარჯვენე “იობიკმაც” მისცა. დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ლგბტ თემის დისკრიმინაციია გამო.

კანონპროექტი გასულ კვირას პარტია “ფიდესმა” წარმოადგინა და ის, უპირველესყოვლისა პედოფილიის წინააღმეგ არის მიმართული, თუმცა ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს – გარდა ჰეტეროსექსუალური კუთვნილებისა.  ასევე, კრძალავს სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სკოლის სექსუალური გაკვეთილების პროგრამებში, ფილმებსა და რეკლამებში, რომელიც არასრულწლოვნებისთვის არის განკუთვნილი.

უნგრული კანონი ლგბტ აქტივისტებმა და საერთაშირისო ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს და ის 2013 წელს რუსეთში მიღებულ კანონს შეადარეს, რომელიც ე.წ. გეი-პროპაგანდას კრძალავს.

banner
წინა სტატიაში“შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ რიგში, ალბათ ორჯერადად აცრილებს შეეხებათ”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო