უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა ხელი მოაწერა ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და სხვა ყოფილ პრემიერებს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას უზღუდავს.
ცვლილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ რვა წლით იქნება შესაძლებელი. ახალი წესი გავრცელდება ყველა იმ პირზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1990 წლის 2 მაისის შემდეგ ეკავა. შესაბამისად, ის ვიქტორ ორბანსაც შეეხება და ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნების შესაძლებლობას შეუზღუდავს.
უნგრეთის პარლამენტმა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ორშაბათს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.
შუიოკმა განაცხადა, რომ ეს კანონი, პრაქტიკულად, უნიკალურია როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში.
















