უნგრეთმა ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, მადიარი ამ დროისთვის დამატებით დეტალებს არ ამბობს, რადგან “პრეცედენტის შექმნა არ სურს იმის გამო, რომ საქმეში ბევრი გასაიდუმლოებული და საგარეო საქმეთა დოკუმენტია და მას პროცესზე ზეგავლენის მოხდენა არ სურს”.
„როგორც კი რაიმე იქნება გასაზიარებელი, ის გასაჯაროვდება“,-განაცხადა მადიარმა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სიიარტო ევროპელ დიპლომატებს შორის კონფიდენციალური მოლაპარაკებების დეტალებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს რეგულარულად აწვდიდა – გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამის დამადასტურებლად გამოაქვეყნეს ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ლავროვსა და სიიარტოს შორის შედგა.
















