უნგრეთმა „ყალბი ამბები“ უწოდა დანილოვის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა ბუდაპეშტი უკრაინაში შეჭრის განზრახვის შესახებ

უნგრეთმა „ყალბი ამბები“ უწოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა ბუდაპეშტი უკრაინაში შეჭრის განზრახვის შესახებ. ამის შესახებ Twitter-ზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.

„პასუხი ყალბ ინფორმაციაზე: 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწოდებდა. თუმცა გვესმის, რომ უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და სიცრუის წერა ჩვენს პოზიციას არ შეცვლის“, – წერს კოვაჩი.

უნგრეთმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა სანქციებს, რომლებიც რუსეთს შეჭრის შემდეგ დაწესდა, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა სანქციებს, რომლებიც მიმართული იყო ენერგიის იმპორტზე. თუმცა ბუდაპეშტმა ბოლო დღეებში შეარბილა თავისი პოზიცია და სავარაუდოდ, ევროკავშირი მალე გამოაცხადებს ნავთობის ემბარგოს.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაBankoff-ის სერვისი, რომელიც სანქცირებულ რუსებს Visa ბარათების გამოყენებაში ეხმარებოდა, დაიბლოკა