26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

უნგრეთმა დასავლეთ უკრაინაზე დრონებით იერიშის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

უნგრეთმა დასავლეთ უკრაინაზე დრონებით იერიშის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა – ცნობილია, რომ ეს პირველი ასეთი შემთხვევაა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა ისაუბრა, რომელიც ახალი უნგრული მთავრობის პირველი კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდა. მისი თქმით, რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ანიტა ორბანთან შესახვედრად ხუთშაბათს დილით არის დაბარებული.

მან ასევე დასძინა, რომ შეხვედრაზე ორბანი დაგმობს თავდასხმას და ელჩს ჰკითხავს, როდის გეგმავს რუსეთი უკრაინასთან ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.

მანამდე, ანიტა ორბანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უნგრეთი მკაცრად გმობს რუსულ დარტყმებს დასავლეთ უკრაინის იმ რეგიონებზე, სადაც ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დანიელი: შეწყალების საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიასეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა