28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

უნგრეთმა ჩინური კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რო, უნგრეთის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პარლამენტში დეპუტატებს განუცხადა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ის ეხმარებოდა „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიარდი ფორინტით, დიპლომატიური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურით“.

„ჩვენ პეტერ სიიარტოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასა და შეთანხმებას შევისწავლით, რომელიც უნგრეთში BYD-ის ინვესტიციასთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა მადიარმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დეპუტატის მანდატი დატოვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში დასაქმდა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ AliExpress 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს