14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი იწყება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა. მთავარი კონკურენტები იყვნენ “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩევლებმა ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას მისცეს ხმა.

პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია და 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის განცხადებით, NATO ჰორმუზის სრუტის გაწმენდაში დახმარებაზე თანახმაა
შემდეგი სტატიაუნგრეთის ოპოზიციური “ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა ამომრჩეველს მიმართა