20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

უნგრეთის პრეზიდენტმა პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ, 16 მინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უნგრეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ, 16 მინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მინისტრებისთვის თანამდებობაზე დანიშვნის მოწმობების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი გახდა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა რომულუს რუსინ-სენდიმ, ხოლო ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა იშტვან კაპიტანიმ დაიკავა.

ადგილობრივი დროით 16:00 საათზე პეტერ მადიარი მინისტრებს პარლამენტში წარადგენს, ხოლო შემდეგ ისინი დეპუტატების წინაშე ფიცს დადებენ.

შეგახსენებთ, პეტერ მადიარი უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ შაბათს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰორმუზის სრუტის „იარაღად“ გამოყენების წინააღმდეგ გამოდის