უნგრეთის პრეზიდენტი – უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ბარბაროსული ქმედებები ჩაიდინა

უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კატალინა ნოვაკმა საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონის – „Save Ukraine – #StopWar“-ის ეთერში განაცხადა.

„უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს ბარბაროსული ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, უკრაინიდან 700 ათასზე მეტი ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ.

„ჩვენ გავაგრძელებთ დაჭრილთა დახმარებას, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ბავშვებისთვის განათლებაზე წვდომის და ჩამოსული ოჯახების სახლებით, საკვებით, სამსახურით უზრუნველყოფას, რამდენი ხანიც იქნება საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის განცხადებით, დაკავებული ძმები კაკულიების დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე და ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ