უნგრეთის პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი ბრიუსელში NATO-ს გენმდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. უნგრეთი კვლავ იქნება მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო-თავდაცვითი ალიანსის საიმედო პარტნიორი. გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად დავადასტურეთ, რომ უნგრელი სამხედროები შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში.
გენერალურ მდივანს განვუცხადე, რომ უნგრეთი არ გაგზავნის არც იარაღს და არც სამხედრო ტექნიკას რუსეთ-უკრაინის ომში. მარკ რუტემ მომაწოდა ინფორმაცია 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი NATO-ს სამიტის მზადებისა და ჰორმუზის სრუტესთან შექმნილი საერთაშორისო კონფლიქტის დეტალების შესახებ”,-წერს მადიარი















