უნგრეთის პრემიერის ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

რუსული მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თვითმფრინავი „ვნუკოვოს“ აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

როგორც ორბანმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ბუდაპეშტის აეროპორტში განუცხადა, “დღეს ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება“.

„მოსკოვში ჩასვლა ომის გამო ისეთი მარტივი არ არის, როგორც ადრე, ამიტომ დიდი შემოვლითი გზის გავლა მოგვიწევს. დღეს რუსეთის პრეზიდენტს შევხვდებით“, – განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი – ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება
შემდეგი სტატია“საქართველოს EU-თან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, “ოცნება“ შორდება მოსახლეობის ნებას” – მიხეილ ჯანელიძე