უნგრეთის პრემიერი პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების მითვისებას სთავაზობდა – პოლონელი პოლიტიკოსი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის კრიზისის დროს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების მითვისებას და მის განაწილებას სთავაზობდა – ამის შესახებ პოლონელმა პოლიტიკოსმა სლავომირ ნიტრასმა თქვა – Onet.pl-ი წერს.

მისი თქმით, უნგრეთი “საშიში ქვეყანაა”, რადგანაც უნგრები ომისშემდგომი წესრიგის შეცვლაზე ოცნებობენ. “ორბანი ასეთ ცვლილებებზე ოცნებობს, ვიცი. ვიქტორ ორბანი ჩვენ გვარწმუნებდა, რომ უკრაინის კრიზისის დროს ტერიტორიები მიგვეთვისებინა და ის გაგვეყო. ის ოცნებობს ევროპის საზღვრების შეცვლაზე, ისევე, როგორც ვლადიმირ პუტინი.

უნგრეთი – ეს არის ქვეყანა დიდი კომპლექსებით” – ოპოზიციონერმა ნიტრასმა განაცხადა. “ჩვენ არ გვინდა ევროპის დესტაბილიზაცია. მე ვიცნობ ვიქტორ ორბანს. ის განათლებული კაცია, ენები იცის, საერთაშორისო ელიტასთან იცის როგორ მოიქცეს. ორბანი – მოხერხებული პოლიტიკოსია” – დაამატა ნიტრასმა, რომელიც პოლონეთში პარტია “სამოქალაქო პლათფორმას” წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინას ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა