უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის მიხედვით, უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რის მიზეზადაც ომსა და ქვეყნის მიერ წევრობის კრიტერიუმების შეუსრულებლობას ასახელებს.
რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსების წილი შეიძლება, 360 მილიარდ ევროს აღემატებოდეს და ეს ბლოკის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების შემცირებას გამოიწვევს.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც, ავტორების გათვლებით, სავარაუდოდ, თითოეულ უნგრულ ოჯახს თითქმის 1.4 მილიონი ფორინტი (3 600 ევრო) დაუჯდება.















