უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა – უცხოური მედია წერს, რომ უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შვედეთს NATO-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, რაც მას ალიანსში გაწევრიანების გზას საბოლოოდ გაუხსნის.
შეგახსენებთ, რომ სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელმაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინა.
ცნობისთვის, შვედეთმა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად NATO-ში წევრობის განაცხადი შეეტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.
უნგრეთის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება.