17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ“ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

თუ პრეზიდენტი შუიოკი შესწორებას ხელს მოაწერს, მაშინ შესწორების ძალაში შესვლის მომდევნო დღეს, როგორც მისი, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლის უფლებამოსილება შეწყდება.

ასევე, შესწორება შეზღუდვას მოიცავს, რომელიც პარლამენტში დეპუტატების უფლებამოსილების ვადას 12 წლით განსაზღვრავს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის 70 წლამდე ასაკობრივ ზღვარს აწესებს.

banner
წინა სტატიაშისაფარი: სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიახელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა