უნგრეთის ოპოზიციური “ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა ამომრჩეველს მიმართა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მხიარულება და არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს.
მისი თქმით, ბუდაპეშტში, ბატიანის მოედანზე, ბემის სანაპიროსა და ანჯელო როტას სანაპიროს გასწვრივ “ტისას“ მიერ შედეგების დაკვირვების ღონისძიება უკვე დაიწყო.
„ყველას გიწვევთ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მხიარულება მთელი პროცესის განმავლობაში და არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!“- წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა.













