16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთს ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა რუსეთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

როგორც მაგიარი სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იანოშ კადარის შემდეგ ვიქტორ ორბანი უნგრეთის მთავრობის პირველი მეთაურია, რომელმაც რუსები უნგრეთში მიიწვია.

„ჩვენ მოვითხოვთ უნგრეთის არჩევნებში უცხოური ჩარევის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რამდენიმე წყაროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები რამდენიმე კვირის წინ ბუდაპეშტში ჩავიდნენ უნგრეთის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. იგივე გააკეთეს მოლდოვაშიც“,. – განაცხადა მაგიარმა.

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კოლაფსის პირას მყოფი მთავრობა ცდილობს უნგრეთის არჩევნებზე გარე ჩარევით თავის სასარგებლოდ გავლენის მოხდენას.

banner
წინა სტატიაშიჰადსონის ინსტიტუტის კვლევა: ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება