11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი: დღეს ღამით დასრულდება ის კოშმარი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობთ

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა უნგრელებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს უნგრეთის ისტორია იწერება.

„დღეს ღამით დასრულდება ის კოშმარი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობთ“, – აღნიშნა მაგიარმა ვიდეომიმართვისას.

პარტია „ტისას“ ლიდერის თქმით, ბევრი უნგრელი დღეს „სისტემის შესაცვლელად და ისტორიის დასაწერად“ იბრძვის.

პიტერ მაგიარმა მოქალაქეებს სთხოვა, ყველას შეახსენონ, რომ ეს „გადამწყვეტი არჩევნებია“, რადგან, მისივე თქმით, „დიდი ხნის განმავლობაში ასეთი შანსი აღარ იქნება“

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიატრამპის განცხადებით, აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას