27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, პიტერ მადიარმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, პიტერ მადიარმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა, ანაზღაურება შეუმცირა მინისტრებსაც.

მადიარის ყოველთვიური ანაზღაურება 3.8 მილიონი ფორინტი ($12.4 ათასი) იქნება. ყოფილი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ბოლო ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურება 7.8 მილიონ ფორინტს ($25.5 ათასი) შეადგენდა.

მადიარის განცხადებით, ხელფასების შემცირება შეეხება სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებსაც, ასევე სამეთვალყურეო და საკონსულტაციო საბჭოების წევრებს. მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით მოქმედი პარლამენტის მუშაობის პერიოდში დაახლოებით 120 მილიონი ფუნტის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მინისტრებს საწვავის, საცხოვრებლისა და თანამშრომლების ხარჯები თვეში 7 მილიონი ფორინტით (დაახლოებით £226,000) შეეზღუდებათ. მადიარმა თქვა, რომ სურს პოლიტიკოსებმა საკუთარი თავი „საჯარო მოხელეებად” აღიქვან და არა პრივილეგირებულ ელიტად.

“მნიშვნელოვანია, რა მაგალითს ვაძლევთ უნგრელ ხალხს და დანარჩენ მსოფლიოს” – თქვა პრემიერმინისტრმა ფრანგულ მაუწყებელ RTL-თან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშინატო-ს სამეკავშირეო ოფისი – ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა-„თავისუფლება, ერთიანობა, საქართველო — წალენჯიხაში ვზეიმობთ!“ (ვიდეო)