უნგრეთიდან გააძევეს რუსი ჯაშუში, რომელიც ორბანის გარემოცვასთან იყო დაკავშირებული – ის უკრაინასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური პლატფორმა VSquare ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი არტურ სუშკოვი ბუდაპეშტიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც უნგრეთის კონტრდაზვერვამ ის დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტად გამოავლინა.
გამომძიებლების თქმით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ორბანის მთავრობასთან დაკავშირებულ კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებში, სადაც ახდენდა ინფორმატორების გადაბირებას და პოლიტიკური დაზვერვის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას.


















