უნგრეთის პრემიერ-მნინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საკუთარ მოსახლეობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მესამე დოზა ვაქცინას შესთავაზებს – Reuters-ი წერს.
ორბანამ თქვა, რომ ექიმები გადაწყვეტენ რომელი ვაქცინა გამოიყენონ მესამე დოზად, რომელიც მეორე აცრიდან მინიმუმ მეოთხე თვეს უნდა გაკეთდეს, თუკი ექიმების რეკომენდაცია სხვა არ იქნება.
უნგრეთმა, რომლის მოსახლეობა ათი მილიონია, ევროკავშირში პირველმა დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა. ის ევროგაერთიანებაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ფართოდ გამოიყენა ჩინური და რუსული ვაქცინები. დღეის მონაცემებით უნგრეთში დაახლოებით 5,5 მილიონი პირია აცრილი.