უნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიჯარტოს თქმით, უნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს.

“უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს”. – თქვა სიჯარტომ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცნობით, უნგრეთი რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში გეგმავს, ხოლო შემდეგ გაზპრომ ბანკის მეშვეობით, მისი კონვერტირება რუბლში მოხდება.

მთავრობის სქემის მიხედვით, უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის MVM-ის შვილობილი კომპანია, CEE Energy გაზის საფასურს ევროში გადაიხდის, შემდეგ კი, რუსული გაზპრომ ბანკი მას რუბლში გაცვლის.

“რუბლში გადახდა არის გამოსავალი, რომელიც უნგრეთში გაზის მიწოდებას ისე უზრუნველყოფს, რომ ევროპის მიერ დაწესებულ არცერთ სანქციას არ დაარღვევს”. – თქვაუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცოტა ხნით ადრე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადოს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ სამხედრო ქალაქის პარალელურად, თბილისში იყოს პოლიციელების ქალაქიც – ქართველიშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს