უნგრეთი რუსეთის პატრიარქ კირილის შავ სიაში შეყვანის წინააღმდეგია

უნგრეთი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ევროკავშირის ელჩებს ჯერ კიდევ გუშინ საღამოს უნდა დაემტკიცებინათ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების მეექვსე პაკეტი, თუმცა ეს კვლავაც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა.

უნგრეთი ე.წ. შავ სიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილის დამატების წინააღმდეგია.

მანამდე, უნგრეთი ასევე გამოდიოდა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის წინააღმდეგ, თუმცა ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა კომპრომისის მიღწევა შეძლეს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პოზიცია შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა სანდრო სულაბერიძესთან თიბისი კონცეპტის სივრცეში
შემდეგი სტატიაირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად აღიარა