უნგრეთი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად, 50-მდე სტიპენდიას გამოყოფს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას დიდ ყურადღებას უთმობს, რის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, ქართველი სტუდენტებისთვის 50-მდე სტიპენდიას გამოყოფს.

„იმედი გვაქვს, ქართველი ახალგაზრდები ამით ისარგებლებენ და შემდგომში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგას განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკურ ურთიერთობების პარალელურად, საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში არსებული კონტაქტები ქვეყნებს კიდევ უფრო აახლოებს და ქართველ ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

უნგრეთის მხარე წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსებას 2014 წლიდან სთავაზობს. ბოლო პერიოდში ასევე, გაფორმდა არაერთი შეთანხმება ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის.

banner
წინა სტატიაშიvideo გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს
შემდეგი სტატიალარი აშშ დოლართან 2 თეთრით გამყარდა