უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის, ნავთობის წინააღმდეგ და არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თავისი ტერიტორიის გავლით – სიიარტო

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სანქციებს რუსული გაზისა და ნავთობის წინააღმდეგ და არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თავისი ტერიტორიის გავლით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უნგრელი ხალხი ვერ გადაიხდის ამ ომის საფასურს, რის გამოც ბუდაპეშტი სანქციებს არ შეუერთდება.

„უნგრეთი დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მისი მიწოდება ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ჩვენი პირველი პრიორიტეტი უნგრეთის უსაფრთხოებაა. ჩვენ არ გვინდა, რომ უნგრეთი ომში იყოს ჩათრეული. ჩვენ არ გვინდა, მსგავსი სცენები უნგრეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს, უნგრელებით დასახლებულ რაიონებში მოხდეს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და გავაგრძელებთ უდიდეს ჰუმანიტარულ ოპერაციას უნგრეთის ისტორიაში, ისევე როგორც უკრაინიდან ლტოლვილების მიღებას“, – თქვა პიტერ სიიარტომ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის რეგიონში არა მხოლოდ მოიგერია მტრის თავდასხმა საკუთარ პოზიციებზე, არამედ აიძულეს დამპყრობლები გაქცეულიყვნენ ტყეში – უკრაინელი მეომრები
შემდეგი სტატიათავს მოვკვეთთ ყველას, ვისაც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა უნდა – ლუკაშენკო