უნგრეთი  მხარს არ დაუჭერს  რუსეთეის პატრიარქის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის კირილის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას.

პრესმდივნის ბერთალან ხავასის თქმით, ორბანმა ამის შესახებ ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იგნატიუს ეფრემ II-თან (სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური) შეხვედრაზე განაცხადა.

იგნატიუს ეფრემი იყო ერთ-ერთი აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიის წარჩინებული წარმომადგენელი, რომელმაც წერილში ორბანს სთხოვა ჩაეშალა ევროკომისიის გეგმა კირილის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანის შესახებ.

სირიის პატრიარქმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ლიდერის სანქციების სიაში შეყვანა შექმნის პრეცედენტს, რომელიც „აბნევს მილიონობით ქრისტიან მორწმუნეს“.

ორბანმა გაიმეორა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სასულიერო პირების სანქციების სიაში შეყვანას, რადგან ეს „ზეგავლენას მოახდენს უნგრული თემების რელიგიურ თავისუფლებაზე, რაც წმინდა და ხელშეუხებელია“.

 

 

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა აზოვსტალის დამცველები გემით თურქეთში წაიყვანოს – ჯემილევი
შემდეგი სტატიაევროკავშირი უნგრეთის პოზიციის გამო რუსეთის ფედერაციიდან ნავთობზე ემბარგოს გადადების შესაძლებლობას განიხილავს – Bloomberg