უნგრეთი მიგრანტებთან დაკავშირებულ რეფერენდუმს ოქტომბერში ჩაატარებს

უნგრეთი მიგრანტებთან დაკავშირებულ რეფერენდუმს ოქტომბერში ჩაატარებს

ungretiუნგრეთმა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის თარიღი დაადგინა – Reuters-ი წერს. ქვეყნის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა განაცხადა, რომ პლებისციტი 2 ოქტომბერს ჩატარდება. ხმისმიმცემები უპასუხებენ შეკითხვას: “უნგრეთის ტერიტორიაზე უნგრეთის პარლამენტის თანხმობის გარეშე, ხართ თუ არა თანახმა, ევროკავშირმა მიიღოს უფლება აუცილებელი კვოტების შესახებ იმ პირებზე, რომელთაც უნგრეთის მოქალაქეობა არა აქვთ?”
რეფერენდუმი თავდაპირველად ქვეყნის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დააანონსა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის პლებისციტი “ევროპული დემოკრატიისათვის სერიოზული გამოცდა იქნება” . უნგრელი ლიდერები თვლიან, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული კვოტები “ევროპის კულტურულ და რელიგიურ თვითმყოფადობას რადიკალურად შეცვლიან”.

ბუდაპეშტი კვოტების სავალდებულო სისტემის წინააღმდეგი იყო თავიდანვე.

banner
წინა სტატიაში6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
შემდეგი სტატიაEMBLAS – შავ ზღვაში იმაზე მეტი ხილვადი ნაგავია, ვიდრე მოლოდინი იყო