უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტმა გააუქმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციიდან გასვლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ მადიარი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ჰააგის ტრიბუნალიდან გასვლას ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს გეგმავდა. ორბანის ადმინისტრაციის ეს ინიციატივა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუდაპეშტში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდებოდა, რომლის დაკავების ორდერიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) აქვს გამოცემული.
ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის გადაწყვეტილებით, უნგრეთი სრულად უბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს და აღიარებს ჰააგის სასამართლოს მანდატს.















