33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უნგრეთი ევროკომისიის ახალ აკრძალვას ბლოკავს: გასაწვევი ასაკის უკრაინელ მამაკაცებს საზღვარს მაინც გაუხსნიან

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის ევროკავშირის საზღვრის კვეთის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ბლოკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის:

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული, ეს ხელს არ შეუშლის ბუდაპეშტს, მიიღოს ეთნიკური უნგრელები, რომლებიც უკრაინიდან ომის ან მობილიზაციის გამო გარბიან“, — აღნიშნა მადიარმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირში მყოფი 4.4 მილიონი უკრაინელისთვის დაცვის მექანიზმის გაგრძელების ინიციატივა წარადგინა, რაც პარალელურად ითვალისწინებს სამხედრო ასაკის მქონე მამაკაცებისთვის ბლოკის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. თუმცა, უნგრეთისთვის ეს მიუღებელია, რადგან უკრაინის ზაკარპატიის ოლქში 70 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიკასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათვითმფრინავის გატაცების ყალბი სიგნალის გამო ცაში ისრაელისა და ბულგარეთის სამხედრო გამანადგურებლები აიჭრნენ