უნგრელი ჟურნსლიტის ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ წყლის ჭავლის მაქანა ყვითელი ფერის სითხეს ასხამდა – საქართველო, 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში აქციების დარბევა

ვრცელდება კადრები, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დარბევისას არის გადაღებული. უნგრელი ჟურნსლიტის ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ წყლის ჭავლის მაქანა ყვითელი ფერის სითხეს ასხამდა. ეს, სავარაუდოდ, ის დროა, როდესაც წყალში, სავარაუდოდ, ძლიერი მოქმედი ქიმიური ნივთიერება გაურიეს და ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს.

დღეს TV პირველის ჟურნალისტის კითვაზე პასუხისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახლა უტარებენ ექსპერტიზას იმ ხსნარს და ფხვნილს, რომელიც ხალხის წინააღდეგ გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.

banner
წინა სტატიაში“დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ” – კობახიძის პასუხი ლავროვს
შემდეგი სტატიაქიმიური იარაღის სკანდალი – ომბუდსმენი პასუხებს 1 წლის წინ ითხოვდა