UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი, დაბადებიდან 200 წლისთავი, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა, რომელიც ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება. საიუბილეო წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო იქნება.

2017 წელი ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად გამოცხადდა. მომდევნო ღონისძიება, რომელიც ქართველი პოეტის სახელს და მის შემოქმედებას უკავშირდება, ხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღსანიშნად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენისთვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მსახიობები თბილისის თითქმის ყველა თეატრიდან შეიკრიბნენ.

ლექსები და მნიშვნელოვანი ეპიზოდები ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან, თეატრალიზებულ წარმოდგენაში გაერთიანდა.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილის ღია წერილს საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს მრევლის, მოსახლეობის მოტყუება და შობა 25 დეკემბერს აღნიშნოს